ზაზა ფაჩულია: საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!

AutoSharing Option
NBA-ს ჩემპიონი ზაზა ფაჩულია გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა "კლივლენდთან" ფინალური სერიის მოგების შემდეგ აღნიშნა, რომ სეზონი მძიმე იყო და ფინალში გამარჯვებაც რთული აღმოჩნდა.

- ზაზა ფაჩულია საქართველოს დროშით NBA-ს ჩემპიონობას ზეიმობს [VIDEO+PHOTO]

"სიტყვები არ მყოფნის! ეს არის დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში. მადლობელი ვარ, რომ მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას და ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდში მედექით.

ძალიან რთული სეზონი იყო, ძალიან რთული იყო მოგება, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ.
ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! საქართველოში ჩამოვა თასი და საქართველოში ჩამოვა ბეჭედი... საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!

ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. ეს დასაწყისია და კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება კალათბურთში და არამხოლოდ კალათბურთში", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" ოკლენდში 13 ივნისს გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით.
მკითხველის კომენტარები / 35 /
სირცხვილი გორგოძეს და ზირაქიშვილს. წარმოგიდგენუათ ზაზამ რო თქვას ახალგაზრდებს უნდა დავუთმო ნაკრებში ადგილიო?? მაგათ საქციელს გამართლება არა აქვს.
ზაზამ არ უნდა დაუთმოს მომავალ თაობას ნაკრებში ადგილი??
14 ივნისი 2017 14:37
0
ზაზა შენ იმდენი გააკეთე საქართველოს მსოფლიოსთვის გასაცნობათ რაც ერთად ყველა პოლიტიკოსმა ვერ შეძლო!
ყველას გილოცავთ
14 ივნისი 2017 00:32
0
თავისუფალი აგენტია ზაზა? კონტრაქტი დაუმთავრდა გოლდენ სტეიტთან? მიდის, უშვებენ თუ რჩება?
odala
14 ივნისი 2017 00:02
0
ზაზა წარმატებები!
საჩხერელი
13 ივნისი 2017 22:11
0
ზაზა წარმატებები!
საჩხერელი
13 ივნისი 2017 22:03
0
მადლობა ზაზა!
დიტო
13 ივნისი 2017 21:06
0
სულ ოდელა-დელიათი შემოევლე ჯერ ზაზას და მერე მთელს საქართველოს. ვიზა რუსებს წაუღე, ჩვენ უვიზო რეჟიმი გვაქვს ევროპასთან და სუუულ მალე ამერიკასთანაც გვექნება
ოდალას
13 ივნისი 2017 21:00
0
ვიმალები. აბა რაღა მაქვს სათქმელი. გაგვაჩუმა ზაზამ ყველა 'ჰეიტერი' თავისი სამმაგი, უკაცრავად, 3 მოხსნით :)))) გილოცავთ, თუ ასე გაგიხარდათ. მიხარია, რომ გიხარიათ. შტატებში თუ ვინმეს გინდათ ჩამოსვლა, ვიზის გაკეთებაში მოგეხმარებით და ერთად წავიდეთ ზაზას თამაშზე ;)
odala
13 ივნისი 2017 20:38
0
გილოცავტ. ლეგენდა გახდი. გილოცავტ
andro
13 ივნისი 2017 18:59
0
ყოჩაღ ზაზა! გილოცავ ამ დიდ გამარჯვებას! გილოცავ კალათბურთის მწვერვალზე ასვლას. ამდენწლიანი შრომა და ბრძოლა დაგიფასდა. საუკაეთესო მაგალითი ხარ ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელებისთვის და ზოგადად სპორტსმენებისთვის რომ პატიოსანი შრომით, წესიერი ცხოვრების წესით, დასახულ მიზანთან მიხვალ. ძალიან დიდი მიღწევა არის კალათბურთელისთვის გახდე მსოფლიოს საუკეთესო ლიგის ჩემპიონი. გისურვებ მომავალ წელსაც იგივეს გამეორებას.
ლუკა
13 ივნისი 2017 17:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული