დღის კარიკატურა: No Game Seven!!!!

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია NBA-ში 2003 წელს მოხვდა, თუმცა მსოფლიომ 2008 წელს კევინ გარნეტთან ჩხუბით გაიცნო. სწორედ მაშინ თქვა ფრაზა, რომელიც რიგითი ჟურნალისტით დაწყებული, სტეფ კარით დამთავრებული, ყველას პირზე აკერია:

Nothing easy, nothing easy! Game seven, baby, We go to game seven!!! ასე ითარგმნება: "იოლი არაფერია, მეშვიდე მატჩი, ჩვენ მივდივართ მეშვიდე მატჩზე!" 

2008 წელს ნამდვილად არავინ ელოდა, თუ ზაზას "ატლანტა" მომავალ ჩემპიონ "ბოსტონს" ისე გაუძალიანდებოდა, გამარჯვებულის გამოსავლენად მეშვიდე მატჩი დასჭირდებოდათ.

ფაჩულიას თავისივე ფრაზა "გოლდენ სტეიტის" გაჩემპიონების შემდეგ ჟურნალისტებმა გაახსენეს. მანაც სიხარულით გაიმეორა,
თუმცა "მეშვიდე მატჩს" No დაამატა, "გოლდენ სტეიტს" ხომ "კლივლენდის" დასამარცხებლად 5 მატჩიც ეყო:

- Nothing easy, nothing easy! No game seven, Nooo game seven!!!
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი კარიკატურა არის, შეეფერება ჩემპიონს. ზაზა ენბიეს დაამახსოვრდება თავისი მებრძოლი ჟინით და ფრთიანი ფრაზებთ.
ლუკა
14:38 15-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული