- ლიტვის ტურნირი: მივედით, გავიმარჯვეთ, ვნახეთ - მებრძოლი სული [VIDEO]
შეჯიბრების დასრულების შემდეგ ყველა პრიზი ქართველებს ხვდათ წილად: ტურნირზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა საჩემპიონო ჯილდო ჩაიბარა, თორნიკე შენგელია ფინალის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა, ხოლო გიორგი შერმადინი ტურნირის MVP-ად აღიარეს.
წარმატება სასიამოვნოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გახლდათ მოსამზადებელი ტურნირი ევრობასკეტისკენ მიმავალ გზაზე. სხვათა შორის, 31 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატს სწორედ ლიტვასთან მატჩით გავხსნით.