შესრულებული მისია - San Francisco Chronicle-მა ზაზა ფაჩულიას სეზონი შეაჯამა

AutoSharing Option
რაც NBA-ს სეზონი დასრულდა, SFGate (San Francisco Chronicle) "გოლდენ სტეიტ უორიორსის" სეზონის შეფასებებს აქვეყნებს ცალკეული კალათბურთელების მიხედვით. გამოცემამ სარეზერვო კალათბურთელებით დაიწყო და ახლა სასტარტოებს მიადგა - სეზონის შეფასება ზაზა ფაჩულიაზე გამოაქვეყნა:

"უორიორსი" ბოლო სამ სეზონში მეორედ გახდა NBA-ს ჩემპიონი. Chronicle ანალიზს უკეთებს გუნდის თამაშს თითოეული კალათბურთელის მიხედვით. მე-13 თავი ეხება ზაზა ფაჩულიას, რომელსაც გუნდში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა მინიჭებული - სასტარტო ხუთეულში "ოლსტარელებთან" გვერდიგვერდ თამაშობდა.

სახელი: ზაზა ფაჩულია
ასაკი: 33 წლის
პოზიცია: ცენტრი
სიმაღლე/წონა: 6 ფუტი 11 დუიმი, 275 ფუნტი (211
სმ,125 კგ)
მშობლიური ქალაქი: თბილისი (საქართველო)
კოლეჯი: არა
სეზონი NBA-ში: 14
2016/17 სტატისტიკა: 18,1 წუთში: 6,1 ქულა; 5,9 მოხსნა
კონტრაქტი: შაბათს თავისუფალი აგენტი ხდება

სეზონის განხილვა (ფაჩულია)
ზაზა ფაჩულიამ უარი თქვა სარფიან შემოთავაზებებზე იმისთვის, რომ "გოლდენ სტეიტთან" ერთწლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა. მან ამაში 2,9 მილიონი დოლარი მიიღო, რაც სულ მცირე, 2,3 მილიონით ნაკლებია მის ხელფასზე წინა სამ სეზონში.

დიახ, კევინ დურანტის აყვანა "უორიორსის" უდიდესი ტრანსფერი იყო გასულ ზაფხულს, მაგრამ ფაჩულიას დამატებაც შესაძლოა, საუკეთესო ვარიანტი იყო. მან გუნდს მისცა ის, რასაც ენდრიუ ბოგუტიც აკეთებდა - ბრძოლა მოედანზე და მოხსნები, რომელიც იმიტომ გაცვალეს, რომ დურანტის აყვანა შესაძლებელი გამხდარიყო.

ფაჩულიას ადაპტაცია "გოლდენ სტეიტში" უნიკალური გამოწვევა იყო. წარმოიდგინეთ, ის იყო სასტარტო ხუთეულის მე-5 წევრი, სადაც წინა ოთხი "ოლ სტარის" კალათბურთელია. მას უნდა ესწავლა, ისე მოეტანა გუნდისთვის სარგებელი, რომ ელიტელი თანაგუნდელებისთვის ხელი არ შეეშალა.

ფაჩულიას როლი ცენტრში ფიზიკური გაბარიტებით ადგილის მოპოვება და თავისუფალი თანაგუნდელების მოძებნა იყო. აგრეთვე კარგი იქნებოდა კალათბურთის სხვა უპირატესობების ენციკლოპედიური ცოდნაც.

სეზონის დასაწყისში ფაჩულია ხშირად მეტისმეტს ინდომებდა. შეცდომები მატულობდა, რაც მას იმედს უცრუებდა.

სადღაც სეზონის შუაშია ზაზა ინსტინქტებს მიენდო, ის იცავდა თავის თანაგუნდელებს და დროულად ნახულობდა მათ; თუკი ადრე თავს იკავებდა, ახლა ისიც ისროდა ხელსაყრელი პოზიციებიდან.

ასე დაასრულა ზაზამ სეზონი თამაშიდან 53,3% სიზუსტით, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. მუდამ დაუღალავი ფარზე, ფაჩულია საუკეთესო იყო გუნდში სხვის ფარზე მოპოვებული მოხსნებით (საშუალოდ 2,0 - სულ 140). მისი პლუს-მინუს კოეფიციენტი - 6,0 - საუკეთესო იყო NBA-ს ცენტრებს შორის!

ფაჩულიამ გადაიტანა მისთვის ძალიან ხმაურიანი დასავლეთ კონფერენციის ფინალი. მას მოკვლითაც კი დაემუქრნენ, რადგან "სპურსის" ფანები კავაი ლეონარდის ტრავმას მას აბრალებდნენ. სამი კვირის შემდეგ კი ზაზა ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, ვინც NBA-ს ჩემპიონატი მოიგო.

სატრანსფერო ფანჯარა
ერთი წლის წინათ ზაზამ აჩვენა, რომ ფულზე წინ სულ სხვა პრიორიტეტი დააყენა. ახლა, როცა "უორიორსი" ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსფერო სეზონისთვის ემზადება, ფაჩულია, როგორც ჩანს, ოკლენდში დაბრუნებისკენ იხრება, იმის მიუხედავად, რომ წლეულსაც მოუწევს სერიოზულ თანხაზე უარის თქმა.

მან ჯერ კიდევ თებერვალში უთხრა ჩვენს გამოცემას: "არსად წასვლას არ ვაპირებ. აქ ვრჩები, ივნისის მერეც კი".

ფაჩულია ნაკლებად ითვლება ფრენჩაიზის ქვაკუთხედად, მაგრამ "მეომრებს" ძალიან გაუჭირდებათ ამ ზაფხულს მასზე უკეთესი ცენტრის აყვანა.

მათ იმდენი ვარსკვლავი ჰყავთ შესანარჩუნებელი, რომ დიდი ალბათობით, დამატებით "ფუფუნების გადასახადის" გადახდა მოუწევთ. დევიდ უესტი, ალბათ, დაასრულებს თამაშს, ხოლო ჯაველ მაკგი სადმე სხვა კლუბში დიდ ხელფასს მიიღებს".
მკითხველის კომენტარები / 5 /
იქნებ თარგმნოს ვინმემ ამ კაცის ნააზრევი ზაზას საჩემპიონო ბეჭედთან დაკაცშირებით
0
მაგი ჯემალაა გორიდან და მაგის ნააზრევი არ ითარგმნება. ცხონებული კოსტა ხეთაგური თარგმნიდა მარტო მაგრამ აღარ არის.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული