ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტში" დარჩენის შანსი თითქმის გამოირიცხა

AutoSharing Option
1-ელ ივლისს NBA-ში სატრანსფერო ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, კლუბებს რამდენიმე დღეში შეეძლებათ ახალი კალათბურთელების წარდგენა, თუმცა ბევრი ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია.

"გოლდენ სტეიტმა" შაბათს NBA-ს ისტორია დაწერა - როცა სუპერმაქსიმალური კონტრაქტი შეათანხმა სტეფ კარისთან, რომელიც 5 წელიწადში 201 მილიონ დოლარს მიიღებს.

სულ მალე გაფორმდება ოდნავ ნაკლებად შთამბეჭდავი კონტრაქტი კევინ დურანტთანაც.

ასევე კლუბმა უკვე დაიბევა კარის შემცვლელი გამთამაშებელი, შონ ლივინგსტონი, ისიც რჩება.

დარჩა ვეტერანი ცენტრი დევიდ ვესტიც.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ "გოლდენ სტეიტმა" მოაგვარა მთავარი საჭოჭმანო საკითხი, გუნდის "მეექვსე კაცი", ანდრე იგუოდალა
დაიტოვა გუნდში, ეს თავად კალათბურთელმა დაადასტურა "ტვიტერზე".

ამის შემდეგ, SportsNet Bay Area  მიიჩნევს, რომ გუნდს არანაირი შანსი აღარ დარჩა დარჩენილი ხუთი თავისუფალი აგენტი დაიბრუნოს. ესენი კი არიან: ზაზა ფაჩულია, მეტ ბარნსი, იან კლარკი, ჯეიმს მაკადუ და ჯაველ მაკგი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
Kargi iqneboda zaza lebromtan ertad. Zazas gareshe chemtvis goldeni araferia...zaza chveni siamayea.
Joni
00:35 03-07-2017
0
ნინოს გაფიცებ უცებ მიხვდები რომელსაც, ჩვენები რომ რუსეთს შეხვდნენ ჯგუფიდან გასვლის შემდეგ ვის უგულშემატკივრებ აბა თუ გაბედავ დაწერე?
sanonisss
23:01 02-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული