ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" კიდევ ერთი წლით დარჩა

AutoSharing Option
USA TODAY-ის NBA-ს რეპორტიორი სემ ემიკი "ტვიტერზე" პირველი ავრცელებს ცნობას, რომ ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" შეუთანხმდა და კიდევ ერთი წლით ჩემპიონთა რიგებში დარჩა.

ჟურნალისტის მტკიცებით, ქართველმა ცენტრმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის სანაცვლოდაც 3,5 მილიონ დოლარს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ზაზას ხელფასი შარშან სეზონში 2,9 მილიონი დოლარი იყო.

ასე რომ, "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობა თითქმის დაკომპლექტდა, თავისუფალი მხოლოდ ერთი ადგილია.

33 წლის ფაჩულიას მონაგარი საჩემპიონო სეზონში ასეთია - 18,1 წუთი: 6,1 ქულა, 5,9 მოხსნა და 1,9 პასი.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ვულოცავ ზაზას, ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო. ჯანმრთელობას და გამარჯვებებს ვუსურვებ!
ლუკა
06:50 08-07-2017
0
ეს ზაზას დაფასებაა... ეს იმას ნიშნავს რომ მწვრთნელი კმაყოფილია მისი თამაშით. წარმატებები!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული