რა მსხვერპლზე წავიდა "გოლდენ სტეიტი", რომ ზაზა ფაჩულიასთან კონტრაქტი გაეფორმებინა

AutoSharing Option
The Mercury News ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო ცნობას აქვეყნებს ზაზა ფაჩულიას კონტრაქტთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, ქართველი ცენტრი დათანხმდა NBA-ს ჩემპიონის შემოთავაზებას და კიდევ ერთი წლით დარჩა ოკლენდში.

ზაზა თავისუფალი აგენტი იყო და კლუბმა გამოიყენა ის, რომ ლარი ბერდის წესი არ მოქმედებს მასზე და ქართველს შარშანდელ კონტრაქტზე 20%-ით უკეთესი გაუფორმა - 2017/18 წლების სეზონში ზაზა 3,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

როგორც ხედავთ, როგორც შარშან, ფაჩულიამ ამჯერადაც იმაზე წამგებიანი კონტრაქტი გააფორმა, ვიდრე მისი შესაძლებლობების ცენტრს შეუძლია NBA-ში.

თუმცა "გოლდენ სტეიტს" ეს კონტრაქტი გაცილებით ძვირი უჯდება -
რადგან კლუბმა დიდი ხანია გადააჭარბა მითითებულ ბიუჯეტს და ახლა მისი კალათბურთელების კონტრაქტები ე. წ. ფუფუნების გადასახადის ნიხრით იბეგრება.

გამოცემის ცნობით, ზაზა ფაჩულიას 3,5-მილიონიანი კონტრაქტი "გოლდენ სტეიტს" გადასახდელებისა და ჯარიმების შემდეგ, ჯამში 12,4 მილიონი დოლარი უჯდება. ეს კი სამ-ნახევარჯერ მეტია.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რატომ უნდა შეიწუხოს თავი ჟურნალისტმა, ხელფასს ხომ იღებს. აი ხელმძღვანელს რომ ეთქვა სრულად აუხსენი მკითხველს საქმის ვითარება თორემ გაგაგდებ სამსახურიდან - მერე ინებებდა... ეტყობა ხელმძღვანელიც არაპროფესიონალია.
თევდორე
10:37 10-07-2017
0
ენის მოსაფხანად ერთი და იგივე მაკომენტარლები რა ტყუილად ანაგვიანებენ აქაურუბას, თუ არ იცით რა არის ლარი ბერდის წესი, მთელი დღე ინტერნეტში არ უკაკუნებთ კლავიატუარს? აკრიფეთ მაძიებლებში და გაიგებთ რაც არის, აქ ბოღმების ნთხევის მაგიერ, რაგოზინის ფაბრიკის გამწარებული ტროლებო.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული