"ტარტუ როკი" ბალტიის ლიგას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა და მთელი ყურადღება ესტონეთის პირველობაზე გადაიტანა. "როკერებმა" გუშინ საღამოს სტუმრად ტტუ-სთან ითამაშეს და პირველ პერიოდშივე 10 ქულით დაწინაურდნენ - 27:17. მას მერე ტარტუელებს ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ და შეხვედრა მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე - 80:69.
გიორგი ცინცაძემ 27 წუთი ითამაშა, 6 ქულა (4-დან 3 ორქულიანი), 5 პასი და 2 მოხსნა ჩაიწერა. 16 ქულით სტუმართაგან მარეკ დორონინი გამოირჩა.
კიდევ ერთხელ უნდა დავწეროთ რიცხვი 27: "ტარტუ როკს" ესტონეთის ჩემპიონატში 27 გამარჯვება მოუგროვდა (3 წაგების წილ). იგი სატურნირო
ცხრილში მეორე ადგილზეა, თუმცა 28 მოგების მქონე "კალევს" ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
26 მარტს ცინცაძის გუნდი "რაკვერეს" უმასპინძლებს.
.