ფილედელფიაში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე "ატლანტამ" შინ "ჩიკაგოსთან" წააგო. შეხვედრა ქართულ არხზე გადაიცა და მისი ხილვის საშუალება კალათბურთის გულშემატკივარს ჰქონდა.
მატჩის ბედი მე-17 წუთისთვის გადაწყვეტილი იყო, ამიტომ საფინალო სირენამდე 8:12 წუთით ადრე ზაზა ფაჩულიამ საკუთარ თავს უფლება მისცა, "ჩიკაგოს" კალათის მიმართულებით 5 მეტრის მანძილიდან ესროლა (იმ მომენტისთვის "ატლანტა" 64:109-ს აგებდა). ბურთი მიზანს ასცდა და ლარი დრიუმ ქართველი დაუყოვნებლივ ჯოშ პაუელით
ზაზას უკმაყოფილება არც მწვრთნელს დაუტოვებია უყურადღებოდ და არც გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენის" ჟურნალისტ კენ სიგურას. აი, რა დაწერა ამერიკელმა კორესპონდენტმა:
"ჩიკაგოელებთან მატჩის შემდეგ მწვრთნელი ზაზა ფაჩულიას შეხვდა და სირენამდე 8:12 წუთით ადრე მომხდარ ეპიზოდზე ელაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში სხვაობა 45 ქულას შეადგენდა, მწვრთნელი თვლის - ზაზას არ უნდა ესროლა.
"ერთადერთი, რასაც კალათბურთელებს ვერ ვაპატიებ, გუნდის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაა", - განაცხადა ლარი დრიუმ.
ფაჩულიას კომენტარი უფრო მოკლე იყო:
"შეტყობინება მივიღე, ახლა წინ ვიხედები."
ვისაც "ატლანტას" მატჩები უნახავს, დაგვეთანხმება, რომ ლარი დრიუს ფავორიტი კალათბურთელები ზოგჯერ არაერთ ისეთ ტყორცნას ასრულებენ, გუნდის ინტერესებს რომ ეწინააღმდეგება, მაგრამ მათ არავინ ცვლის... ამ ამბავთან დაკავშირებით მახსენდება 2002 წლის დეკემბერში ორმაგი დუბლის შესრულების შემდეგ ვლადიმერ სტეფანიას ნათქვამი:
"მხოლოდ დაცვაში თამაში როდი მეხერხება, შემიძლია სამწამიანი ზონიდან და საშუალო დისტანციიდან ჩაგდებაც..." - ასეთი კომენტარი ვოვამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკელმა ჟურნალისტმა გაიკვირვა, სროლა კარგად შეგძლებიაო. სამწუხაროდ, მწვრთნელი სტეფანიას მხოლოდ შავი სამუშაოს შესრულებას ავალებდა, ისევე როგორც ზაზა ფაჩულიას...
***
დავუბრუნდეთ "ფილადელფიასთან" გამართულ ბოლო მატჩს. "ატლანტამ" სამი პერიოდი დამაჯერებლად ჩაატარა, მესამე მეოთხედის ბოლოს ფაჩულიამ საკუთარ ფარზე ბურთი მოხსნა და ჯოშ სმიტმა სწრაფი შეტევით თანაგუნდელთა უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა (80:71). ამის შემდეგ...
- არ ვიცი რა დაგვემართა, თითქოს საწვავი გამოგველია, - თქვა ელ ჰორფორდმა, რომლის გუნდმა 80:71 დაწინაურების შემდეგ "ფილადელფიასგან" უპასუხო 14 ქულა მიიღო. ამ ეპიზოდში ზაზაც მოედანზე იყო, თუმცა მასპინძლები ვერც მან შეაჩერა. თამაშის იშტაზე მოსულმა "ფილადელფიამ" მეოთხე პერიოდი დამაჯერებლად ჩაატარა და, როგორც გითხარით, 105:100 იმარჯვა.
"საწვავის გამოლევასთან" შეიძლება კავშირი ჰქონდეს ერთ გარემოებას - "ატლანტამ" მხოლოდ 7 კაცით ითამაშა...
ზაზა ფაჩულიამ 17:32 წუთში 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულას 7 მოხსნა მიამატა. 33 ქულით გამოირჩა ჯოშ სმიტი. ხოლო "ფილადელფიას" კალათბურთელებმა გუნდური კალათბურთის მანიშნებლად ქულები თანაბრად გადაინაწილეს - ერთბაშად 7-მა მოთამაშემ გადალახა 10-ქულიანი ზღვარი. სულ ათმა ითამაშა.
ფილადელფია-ატლანტა 105:100
ზაზა ფაჩულია: 17:32 წუთი, 4 ქულა (4-დან 2 ორქულიანი), 7 მოხსნა, 1 ფოლი, 2 შეცდომა
ქრონოლოგია
I პერიოდი
01:14 ზაზამ სმიტი შეცვალა
00:33 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
II პერიოდი
11:43 ორქულიანი: 2ქ (30:30)
08:12 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
07:51 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
07:49 ორქულიანი: 4ქ (38:38)
05:58 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
05:04 მოხსნა: შეტ-1, დაც-4
01:27 მოხსნა: შეტ-1, დაც-5
00:35 ფოლი: 1
00:35 შეცდომა: 1
III პერიოდი
02:04 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
01:28 მოხსნა: შეტ-1, დაც-6
IV პერიოდი
11:36 ორქულიანი: არაზუსტი
11:02 შეცდომა: 2
09:53 ორქულიანი: არაზუსტი
09:46 სმიტმა ზაზა შეცვალა.
.