
ევროლიგის ორგანიზატორებმა ყველა პოზიციის საუკეთესო მოთამაშეები გამოარჩიეს და ოციფიალური ვებ-გვერდის სპეციალურ განყოფილებაში განათავსეს, სადაც გულშემატკივრებს მათთვის ხმის მიცემის საშუალება ეძლევათ.
გამორჩეული მოთამაშეები სულ სამ კატეგორიად არიან განაწილებულნი:
1. გამთამაშებლები
2. მსროლელები და მსუბუქი ფორვარდები
3. ფორვარდები და ცენტრები
ვიზიტორმა პირველი კატეგორიიდან 1 მოთამაშე უნდა აირჩიოს, მეორედან - 2 და მესამედანაც - 2. შერმადინს საკმაოდ სახელგანთქმული კონკურენტები
გამოკითხვაში ერთი IP მისამართიდან (ერთი კომპიუტერიდან) დღეში ერთხელ შეიძლება ხმის მიცემა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინტერნეტ-გამოკითხვით "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილეთა მხოლოდ 25 % შეირჩევა, დანარჩენ 75 პროცენტს კი ჟურნალისტები საკუთარი გამოკითხვის შედეგად გამოავლენენ.
მომზადებულია www.gfb.ge-ს მიხედვით
.