ატლანტა ჰოუქსმა", სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თამაშობს ფლეი ოფში თამაში ოფიციალურად გაინაღდა. ჯორჯიელებმა საკუთარ "ფილიპს არენაზე" "ნიუ ჯერსი" 98:87 დაამარცხეს და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი ოფში გამოსვლის უფლება მოიპოვეს.
ზაზა ფაჩულიამ "ფილიპს არენის" პარკეტზე 17 წუთი და 51 წამი გაატარა, ერთადერთი ორქულიანი ზუსტად გაისროლა, ორი ჯარიმიდან ერთი გამოიყენა და სამ ქულას 7 მოხსნა მიამატა.
ქართველი მეფარის აქტიურობაზე ისიც მეტყველებს, რომ მან ორჯერ ნიუ ჯერსელთა შეტევა ჩაჭრა და პარტნიორს შედეგიანი გადაცემა გაუკეთა.
ფლეი ოფში გასულმა "ატლანტამ" მორიგი მატჩი დღეს
გამთენიისას ჩაატარა და "კლივლენდს" 99:83 მოუგო. ფაჩულიას მწვრთნელებმა 18 წუთი და 8 წამი დაუთმეს. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარებაც დაუმატა.
msy.gov.ge.