
შერმადინმაც და ბოისამაც "ოლიმპიას" სასტარტო ხუთეულში ითამაშეს. ბოისამ მოედანზე 26 წუთი გაატარა და 16 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ვოვამ 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო და ერთადერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ იუხეშეს. შერმადინმა კი 15 წუთში 5 ქულა (2 ორქულიანი და 4-დან 1
იტალიის სერია A-ში მანუჩარ მარკოიშვილის "მედიკალ კანტუ" "დინამო სასარის" ესტუმრა და 23-ე ტურში მე-17 გამარჯვება მოიპოვა - 76:74. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ ცხრამეტ წუთში კი 10 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. დამარცხდა "კანადიან სოლარი", სადაც ვიქტორ სანიკიძე თამაშობს. ბოლონიელები ტრევიზოს "ბენეტონს" ესტუმრნენ და 71:79 წააგეს.
სანიკიძემ სტუმართა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 28 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. ესტონეთის ჩემპიონატში, ბოლოსწინა მატჩი გამართა გიორგი ცინცაძის "როკმა", რომელმაც "რაკვერე ტარვასთან" 88:72 მოიგო და "კალევ კრამოსთან" ერთად, ოცდათერთმეტ შეხვედრაში 28-ე მოგება მიითვალა.
ეს გუნდები ერთმანეთს 29 მარტს, "როკის" მოედანზე შეხვდებიან და რეგულარული პირველობის გამარჯვებულის ვინაობას გაარკვევენ, რომელსაც ფლეი ოფში მოედნის უპირატესობა ექნება. "რაკვერე ტარვასთან" მატჩში, ცინცაძემ ოცდაათ წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
msy.gov.ge
.