გამოცემა Noticiasdegipuzkoa-ზე ამ თემას პუბლიკაცია მიეძღვნა, რომლის თარგმანსაც მკითხველს აქვე ვთავაზობთ:
"27 წლის ქართველი ფორვარდი ნიკა ცქიტიშვილი "ლაგუნ აროს" მაისურით აღარ ითამაშებს. ამ მოვლენას გუნდის მთავარი მწვრთნელი, პაბლო ლასო ასე გამოეხმაურა:
- ბოლო დროს ცქიტიშვილის შედეგიანობამ იკლო. აქედან გამომდინარე, საუკეთესო გამოსავალი კონტრაქტის გაუქმება იყო.
სკიტამ სეზონი
შეიძლება, მწვრთნელს მართლაც ჰქონდა უკმაყოფილების საბაბი, მაგრამ არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ კალათბურთელის შედეგიანობა სათამაშო დროზეა დამოკიდებული. ცქიტიშვილს კი იანვრის შემდეგ მწვრთნელი აღარ ენდობოდა.
საბოლოოდ ნიკას "ლაგუნ აროს" მაისურით 24 მატჩი მოუგროვდა, საშუალოდ 14 წუთში 5.3 ქულასა და 2.4 მოხსნას აგროვებდა.
საინტერესოა, რომ საწყის 13 მატჩში ქართველი ფორვარდი გაცილებით ნაყოფიერად მუშაობდა: 17 წუთში, 7.2 ქულა, 3.7 მოხსნა. ბოლო 11 თამაშში: 10.5 წუთი, 3.3 ქულა, 1.6 მოხსნა.
რჩება ერთი კითხვის ნიშანი: მოასწრებს თუ არა ნიკა სეზონის ბოლომდე რომელიმე კლუბში გადასვლას. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სატრანსფერი ფანჯარა უკვე დახურულია.
დოსიე
ნიკა ცქიტიშვილი
დაიბადა: 14.04.1983
სიმაღლე: 215 სმ.
წონა: 111 კგ.
პოზიცია: ფორვარდი
კარიერა
1997-98 კოლხა
1998-99 თსუ/სტუ
1999-01 სლოვანი (სლოვენია)
2001-02 ბენეტონი (იტალია)
2002-04 დენვერი (NBA)
2004 გოლდენ სტეიტი (NBA)
2005 მინესოტა (NBA)
2006 ფინიქსი (NBA)
2006 ნიუ იორკი (NBA)
2007 კახასოლი (ესპანეთი)
2007-08 ტერამო (იტალია)
2008-09 ფუენლაბრადა (ესპანეთი)
2009 პანიონიოსი (საბერძნეთი)
2009-10 ფუენლაბრადა (ესპანეთი)
2010-11 გრან კანარია (ესპანეთი).
.