ლარი დრიუ: ზაზა სუპერი იყო!

AutoSharing Option
- ზაზა ფაჩულია სუპერი იყო. "ბოსტონთან" შეხვედრის მეოთხე პერიოდში მისი შეცვლა აზრადაც არ მომსვლია, რადგან მისი მოედანზე შესვლით რიტმში ჩავჯექით და არ მსურდა რიტმის დარღვევა. ზაზა დიდებულად ირჯებოდა, ბურთსაც ხსნიდა და დაკარგული ბურთებისთვისაც კარგად იბრძოდა. ბევრი ისეთი რამ გააკეთა, რასაც მაღალი დონის მეფარეებისგან ითხოვენ, - იოლი მისახვედრია, ვის ეკუთვნის ეს სიტყვები, "ატლანტას" თავკაც ლარი დრიუს, რომელმაც წინა მატჩში ("ორლანდოსთან") ფაჩულია მეოთხე პერიოდის შუაში შეცვალა და 8-ქულიანი უპირატესობა ყინულივით შემოადნა.

"ორლანდოსთან" ზაზა იმდენად კარგად გამოიყურებოდა, მწვრთნელს რომ არ დაესვა, ქართველზე ამერიკული
პრესა ერთი დღით ადრე ალაპარაკდებოდა. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - აღმოსავლეთის კონფერენციის ლიდერ "ბოსტონ სელტიქსთან" 88:83 მოგებულ მატჩში ზაზამ ორმაგი დუბლი შეასრულა: 15 ქულა, 10 მოხსნა, რითაც საკალათბურთო საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. გაზეთმა "ატლანტა კონსტიტუშენმა" მიმოხილვაში დაწერა: "ლარი დრიუმ აღმოაჩინა, რომ ზაზას დიდი სათამაშო დრო სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა "ჰოქსს" ფარქვეშ სურს უპირატესობის მოპოვება".

"ბოსტონთან" "ატლანტას" საშინაო გამარჯვებაში ფაჩულიას წვლილზე "ჰოქსის" ოფიციალურ საიტზე წერია: "ზაზა მზად აღმოჩნდა "ბოსტონთან" ძალისმიერი თამაშისთვის. მისმა მოედანზე დაბრუნებამ შეხვედრის სურათი შეცვალა - "ატლანტამ" 12-ქულიანი ჩამორჩენა მალე აღმოფხვრა და ზაზას ორქულიანის შემდეგ 71:69 დაწინაურდა კიდეც. 15-დან 10 ქულა ფაჩულიამ მეოთხე პერიოდში ჩააგდო, ხოლო ოთხი ზუსტი საჯარიმო გადამწყვეტ მომენტში შეასრულა: ორმა საჯარიმომ "ჰოქსის" ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა (66:69), ხოლო სირენამდე 36 წამით ადრე ზაზას ორმა თავისუფალმა ტყორცნამ მატჩის ბედი გადაწყვიტა - "ატლანტამ" 5-ქულიანი ფორა მოიპოვა (86:81). ამასთან, ქართველმა ცენტრმა ფარზე დომინირება მეოთხე პერიოდში 6 მოხსნით აღნიშნა.

თუმცა, მხოლოდ სტატისტიკაში არ გამოიხატა ფაჩულიას ღირებულება: მისმა ენერგიულმა თამაშმა ტრიბუნებიც აიყოლია".

ნამატჩევს "ბოსტონის" დამრიგებელმა დოკ რივერსმა (რომელიც 2003-04 წლებში "ორლანდოში" ფაჩულიას წვრთნიდა და ცოტას ათამაშებდა) აღიარა:

- დრიუმ დიდებული გადაწყვეტილება მიიღო: მესამე პერიოდის ბოლოს ზაზა ფაჩულიას მოედანზე შემოსვლამ თამაშის ხასიათი მთლიანად შეცვალა. იგი საუკეთესო იყო, ფარქვეშ არავის არაფერს ანებებდა, შეტევაშიც ხსნიდა. მოკლედ, მეოთხე პერიოდში "ატლანტა" აშკარად გამოცოცხლდა.

მატჩის პირველ პერიოდში ფაჩულიამ და ჯერმეინ ონილმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, თუმცა ზაზასა და ბოსტონელთა ჩხუბის შესახებ ამავე გვერდზე ცალკე სტატიაში დავწერთ. აქ კი შეგახსენებთ, რომ ჯორჯიელებს 44 მოგება მოუგროვდათ (32 წაგების წილ) და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზე არიან. მეოთხეა "ორლანდო" (48 გამარჯვება), მესამე - "ბოსტონი" (52), მეორე - "მაიამი" (53), პირველი - "ჩიკაგო" (56).

დღეს გამთენიისას "ატლანტა" ჰიუსტონს სტუმრობდა.


ატლანტა-ბოსტონი 88:83
ზაზა ფაჩულია: 23:22 წუთი, 15 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 2 ფოლი, 2 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
02:01 ზაზამ ჯონსონი შეცვალა
01:59 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
01:16 ორქულიანი: 2ქ (23:19)
00:01 ორმაგი ტექნიკური: ზაზა, ონილი.
II პერიოდი
11:58 ფოლი: 1
11:39 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
11:18 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
10:07 ორქულიანი: არაზუსტი
09:31 საჯარიმოები: 2/1 (3ქ, 24:23)
08:42 შეცდომა: 1
04:32 ჯონსონმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
01:53 ზაზამ სმიტი შეცვალა
01:06 მოხსნა: შეტ-2, დაც-2
01:06 ორქულიანი: 5ქ (58:66)
00:36 შეცდომა: 1
IV პერიოდი
11:35 ორქულიანი: 7ქ (64:68)
10:54 მოხსნა: შეტ-3, დაც-2
10:53 საჯარიმოები: 2/2 (9ქ, 66:69)
10:07 მოხსნა: შეტ-3, დაც-3
09:40 ორქულიანი: 11ქ (71:69)
08:50 ჩაჭრა: 1 (პირსს ჩაუჭრა)
07:17 მოხსნა: შეტ-4, დაც-3
06:48 მოხსნა: შეტ-4, დაც-4
04:15 მოხსნა: შეტ-5, დაც-4
04:15 საჯარიმოები: 2/2 (13ქ, 79:75)
03:17 ჯონსონი: 3ქ (82:75)
03:05 პირსი: 2+1ქ (82:78)
02:54 ჯონსონი: 2/2 (84:78)
02:39 ალენი: 3ქ (84:81)
02:17 ორქულიანი: არაზუსტი
01:30 მოხსნა: შეტ-5, დაც-5
00:36 საჯარიმოები: 2/2 (15ქ, 85:81)
00:30 ფოლი: 2
00:30 პირსი: 2/2 (86:83)
00:07 ჰორფორდი: 2ქ (88:83).






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული