"რაკეტა" "ქორზე" მაღლა...

AutoSharing Option
"ბოსტონის" ძლევის შემდეგ "ატლანტა ჰოქსი" ჰიუსტონში ჩავიდა და "როკეტსთან" თანაბარ ბრძოლაში ბოლო წამებზე დამარცხდა - 109:114. სირენამდე 15 წამით ადრე ჯონსონმა სხვაობა ქულამდე შეამცირა და, მისი თანაგუნდელი ჰაინრიხი დროის მოგების მიზნით მარტინზე დაჯარიმდა. დაზარალებულმა ორივე საჯარიმო გამოიყენა და "ქორებს" ისღა დარჩენოდათ სამქულიანით მდგომარეობა გამოესწორებინათ, მაგრამ ტიგის შორეულმა ტყორცნამ მიზანს არ მიაღწია.

ზაზა ფაჩულია მატჩში პირველი პერიოდის ბოლოს ჩაერთო და ექვსქულიანი ჩამორჩენა მეოთხედის ბოლოს ზუსტი ტყორცნით ორქულიან უპირატესობად აქცია - 23:21.

ტრადიციულად ზაზა მოე
დანს მესამე პერიოდის ბოლოს დაუბრუნდა, თუმცა ფოლებით დაიტვირთა და მეხუთე ჯარიმა რომ მიიღო, მწვრთნელმა სმიტით შეცვალა. ბოლო წუთებზე რაც მოხდა უკვე გითხარით.

"ატლანტა" 5 აპრილს შინ "სან ანტონიოს" ეთამაშება.

ჰიუსტონი-ატლანტა 114:109
ზაზა ფაჩულია: 14:12 წუთი, 8 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 5 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
03:33 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
03:05 ჩაჭრა: 1 (მარტინს ჩაუჭრა)
03:01 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 15:19)
02:12 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
00:35 ორქულიანი: 4ქ (23:21)
II პერიოდი
11:12 ფოლი: 1
08:22 საჯარიმოები: 2/2 (6ქ, 35:33)
08:09 ფოლი: 2
07:05 სმიტმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
00:46 ზაზამ სმიტი შეცვალა
00:40 ფოლი: 3
00:33 შეცდომა: 1
00:30 ფოლი: 4
IV პერიოდი
11:28 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
10:48 ორქულიანი: 8ქ (85:88)
07:34 ფოლი: 5
07:03 სმიტმა ზაზა შეცვალა.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული