ფაჩულია პლეი ოფში ”ორლანდოს” დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" რეგულარული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა დღეს, გამთენიისას გამართა და ლიგის ერთ-ერთ ლიდერ "სან ანტონიოსთან" 90:97 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ბევრი - 27:40 წუთი ითამაშა, მაგრამ წინა მატჩების მსგავსად შედეგიანი ვერ იყო. ზაზამ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

შესაბამისად, ფაჩულიას 3 ქულა დაუგროვდა, რასაც 2 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაყოლა. უფრო მნიშვნელოვანი ამბავი კი ის არის, რაც საბოლოოდ დაზუსტდა - "ატლანტა ჰოუქსი" რეგულარულ ჩემპიონატს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე დაასრულებს და პლეი ოფის პირველ
რაუნდში "ორლანდო მეჯიქს" შეხვდება.

სერია 4 მოგებამდე გაგრძელდება, მოედნის უპირატესობა კი ფლორიდელებს ექნებათ. "ატლანტა ჰოუქსს" 44 მოგება და 34 წაგება დაუგროვდა. მომდევნო შეხვედრას ჯორჯიელები 8 აპრილს ინდიანაში ჩაატარებენ.


msy.gov.ge




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული