აი, რას წერენ ბერძნები: "211 სმ სიმაღლის მაკედონელი ტოდორ გეჩევსკი ამჟამად სკოპიეშია და შესაძლოა პაOK-ს აღარ დაუბრუნდეს. ამის მიზეზი ფინანსური საკითხებია.
პაOK-ის ხელმძღვანელობა ტოდორის შემცვლელს ეძებს. შესაძლოა, გეჩევსკის ადგილი ქართველმა ფორვარდმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დაიკავოს. იგი ესპანეთის "ლაგუნ აროში" თამაშობდა, 24 მატჩში საშუალოდ 5.3 ქულასა და 2.6 მოხსნას აგროვებდა. ქართველმა ესპანურ გუნდთან კონტრაქტი 27 მარტს გაწყვიტა
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მანამდე კი მოგახსენებთ, რომ პაOK-ი საბერძნეთის ჩემპიონატში
მესამე ადგილზეა.
.