თორნიკე შენგელიას ორი მოხსნა ორმაგ დუბლამდე

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "პეპინსტერმა" ბელგიის ჩემპიონატის ბოლოადგილოსან "გენტს" უმასპინძლა და 83:76 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა ეს მატჩიც დამაჯერებლად ჩაატარა. მან 19 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 5-5 ორქულიანი და საჯარიმო ისროლა და მხოლოდ 2 ორქულიანი ააცილა.

პეპინსტერელთა შორის საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი 24 ქულის ავტორ სტეფონ ჯექსონს ჰქონდა - 31. ამ მაჩვენებლით მეორე იყო შენგელია - 21.

ბელგიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 9 ტურით ადრე "პეპინსტერს" 8 მოგება აქვს (15 წაგება) და მეექვსე-მერვე ადგილებს ორ კლუბთან ინაწილებს.
ძნელი სათქმელია, შენგელიას გუნდი რეგულარულის ბოლომდე დაეწევა თუ არა მეხუთე ადგილზე მყოფ "ოოსტენდეს", რომელის ანგარიშზე 13 გამარჯვებაა.

9 აპრილს "პეპინსტერი" "ლეუვენთან" (8 მოგება) სტუმრად ითამაშებს.




.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული