მოულოდნელად

AutoSharing Option
სლოვენიის ჩემპიონატში ბევრისთვის მოულოდნელად წააგო "ოლიმპიამ" - მანამდე 3 მარცხის მქონე "სლოვანთან" სტუმრად 69:70 დათმო.

ოთხი ტურის შემდეგ ოლიმპიელებს 3 მოგების წილ 1 წაგება აქვთ და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე არიან. პირველადგილოსან კრკა-ს ოთხივე შეხვედრა მოგებული აქვს.

ქართველებსაც მივხედოთ. "ოლიმპიას" მწვრთნელმა იურე ჟდოვჩმა გიორგი შერმადინი და ვლადიმერ ბოისა ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში დააყენა, თუმცა მაინცდამაინც მათ შეუზღუდა სათამაშო დრო: გიორგიმ მოედანზე 11 წუთი გაატარა, ხოლო ვოვამ - 14 წუთი.

შერმადინმა 2 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა (3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 0 საჯარიმო),
ბოისამ - 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი (3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამიანი, 7-დან 4 საჯარიმო).

მატჩის ბომბარდირი 17 ქულით საშა ოჟბოლტი გახდა.

"ოლიმპია" მომდევნო მატჩს 9 აპრილს შინ ჩაატარებს - "ზლატოროგს" მიიღებს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული