- საბერძნეთიდან შემოთავაზება რომც მივიღო, სათამაშოდ, ალბათ, მაინც არ წავალ. მას შემდეგ, რაც 2 წლის წინათ ბერძნებმა გამიკეთეს, იქითკენ გახედვაც აღარ მინდა.
- ეგებ პაოკ-ის ხელმძღვანელები სიტყვის ხალხი არიან, ვიდრე შენი ყოფილი გუნდის, "პანიონიოსისა", რომელმაც კონტრაქტის პირობები დაგირღვია...
- ამ საკითხზე არავინ დამლაპარაკებია და მენეჯერი
- თუ ვარიანტები გაქვს, რატომ ამბობ უარს?
- სეზონის დასრულებამდე 1 თვეა დარჩენილი. ასე მცირე დროისთვის არ მიღირს ახალ გუნდში, ახალ ქალაქში გადაბარგება. 2 თვეა, ოჯახი არ მინახავს და მირჩევნია, ეს დრო ჩემს ცოლ-შვილთან, სამშობლოში გავატარო. უახლოეს დღეებში თბილისში ჩამოვალ და მომავალი სეზონის გეგმებს აუჩქარებლად დავაწყობ.
- "ლაგუნ აროსთან" რატომ გაწყვიტე კონტრაქტი?
- ასე ჯობდა. ბოლო მატჩებში თითქმის არ მათამაშებდნენ და ორივე მხარის სურვილი იყო, რომ კონტრაქტი გაწყვეტილიყო.
- მერედა, შენ ეს ხელს გაძლევდა?
- თამაში ფაქტობრივად არ მიწევდა და არ მინდოდა იქ გაჩერება. დანარჩენი, ფინანსური საკითხები, კონტრაქტის შესაბამისად გადაწყდა. წაგებაში არ დავრჩენილვარ. ეს საქმე რომ უმტკივნეულოდ მოგვარდა, გუნდის ხელმძღვანელობასთან კარგი დამოკიდებულების დასტურია. ეგაა, მწვრთნელი არ მიყურებდა ბოლო დროს კარგი თვალით და გადავწყვიტეთ, ყველაფერი უმტკივნეულოდ მოგვეგვარებინა.
- ეროვნული ნაკრები 24 ივლისს იკრიბება. რას იტყვი ჩვენი ეროვნული გუნდის შანსებზე?
- რთული ბრძოლები გველის, მაგრამ ვფიქრობ, უნდა დავამტკიცოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოვხვდით. ეს რომ მოვახერხოთ, კარგად უნდა მოვემზადოთ. ყველა გულით და მონდომებით უნდა მოეკიდოს საქმეს. შესანიშნავი მოსამზადებელი განრიგი გვაქვს. 12 ამხანაგურ მატჩში ბევრი რამის დახვეწა და სრულყოფა შეიძლება. ეს ფაქტორი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ევროპის ჩემპიონატს მომზადებულები შევხვდეთ.
- საქართველოში კარგ დროს ჩამოდიხარ. პლეი ოფი აქაც მალე დაიწყება.
- საქართველოს ჩემპიონატზე კარგი ამბები მომდის, რაც ძალიან მახარებს. სამშობლოში ჩამოსვლა იმიტომაც მიხარია, რომ სუპერლიგის გადამწყვეტ თამაშებს დავესწრები. გავიგე, რომ სახელმწიფო გუნდებს ეხმარება და მომავალში კიდევ უფრო აქტიურ მხარდაჭერას აპირებს. ამ დახმარებამ უკვე გამოიღო ნაყოფი. როგორც ვიცი, ასეთი საინტერესო ჩემპიონატი კარგა ხანია, არ ჩატარებულა.
.