71 ევრო ერთი, ორი, სამი... გაყიდულია!

AutoSharing Option
იტალიაში დიდი საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის მიზანი სან რაფაელის კვლევითი ცენტრის დახმარება იყო. ეს ორგანიზაცია გულის ფუნქციებს იკვლევს, რათა ინფარქტის შემდეგ პაციენტებს მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გაუუმჯობესოს...

ახლავე გეტყვით, რა შუაშია ვიქტორ სანიკიძე ამ აქციასთან. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ცნობილი სპორტსმენების ატრიბუტიკა აუქციონზე გატანეს, რომელთა გაყიდვიდან შესული თანხა სან რაფაელის კვლევით ცენტრს უნდა გადასცემოდა. სანიკიძის 13-ნომრიანი მაისურის გარდა აუქციონზე გაიყიდა "სამპდორიას" კაპიტნის ანჯელო პალომბოს მაისური, სარაგბო კლუბ "მოლიანოს" მოთამაშეების ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთი, იტალიის თასის ფინალური ოთხეულის მონაწილეთა ავტოგრაფებიანი ფრენბურთის ბურთი და სხვა
ნივთები...

ეBაყ-ს აუქციონზე წარმოდგენილ ნივთებს შორის ყველაზე ძვირად ფრენბურთის ბურთი გაიყიდა - 126 ევრო. რიგით მეორე იყო ვიქტორ სანიკიძის მაისური - 71 ევრო. ქართველის ფორმის საწყისი ფასი 1 ევრო იყო, პირველმა მსურველმა 5 ევრო დაასახელა, ბოლოსწინამ - 70, საბოლოოდ 13 ნომრიანი "ვირტუსის" ფორმა 71 ევროს გადამხდელს დარჩა. სანიკიძის ფორმის შეძენის სურვილი 16-მა ადამიანმა გამოთქვა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული