ერთიც და ნახევარფინალია

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩშიც დაამტკიცა, რომ "ვარეზეზე" ძლიერი გუნდია. მართალია, პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ვარეზელთა დამარცხება გაუჭირდა, მაგრამ მეოთხე პერიოდში დამაჯერებელი თამაშის წყალობით წარმატებას მაინც მიაღწია - 67:64.

მესამე პერიოდის ბოლომდე სტუმარი ვარეზელები წინ იყვნენ (53:49), თუმცა ეს ის სხვაობა არ იყო, "კანტუს" გაბათილება გასჭირვებოდა. ასეც მოხდა - მანუს თანაგუნდელებმა მეოთხე პერიოდი 18:11 მოიგეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა მარკოიშვილმა 15 წუთი ითამაშა და 3-3 ქულა-მოხსნა მოაგროვა. მან 4-დან 1 სამქულიანი გამოიყენა. მატჩის ბომბარდირი კანტუელი ნიკოლა
მაძარინო გახდა - 24 ქულა მოაგროვა.

მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩი 22 მაისს ვარეზეში გაიმართება. დღეს კი ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსი" "მონტეპასკისთან" მეორე მატჩს ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული