სანიკიძის "ვირტუსმა" პირველობის ფავორიტ "მონტეპასკისთან" ორი გასვლითი შეხვედრა წააგო და თუ გუშინ ღამითაც დამარცხდებოდა, მეოთხედფინალისკენ გზას სიენელებს დაუთმობდა. ბოლონიელებმა მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად ჩაატარეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს - 74:68.
***
"ვარეზესთან" მეოთხედფინალური სერიის მესამე შეხვედრაში "კანტუმ" პირველ პერიოდში 20:16 მოიგო. მას მერე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და სტუმრები მცირე უპირატესობას ხელიდან არ უშვებდნენ.
19-19 ბალები მოაგროვეს მისმა თანაგუნდელებმა გრინმა და ლეუნენმა.
***
ბოლონიაში "მონტეპასკიმ" პირველი პერიოდი ოთხი ქულით მოიგო, თუმცა მეორე და მესამე ათწუთეულებში "ვირტუსს" 8-10 ქულით ჩამორჩა... მასპინძლები ძირითადად ხუთი კალათბურთელის იმედად არიან, შესაბამისად იყო ალბათობა, რომ სიენელებისთვის ბოლომდე ვერ გაეძლოთ, თუმცა სანიკიძის თანაგუნდელებმა ეს შეძლეს და 74:68 იმარჯვეს.
ვიქტორმა 32 წუთი ითამაშა და "ვირტუსმა" "მონტეპასკის" მოხსნებში რომ აჯობა (35:33) სწორედ მისი დამსახურებაა: 6 ქულა, 12 მოხსნა, 1 დაფარება, 1 პასი, 1 ჩაჭრა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
მატჩის მთავარი მექულე მასპინძელი კელვინ რივერსი გახდა - 20 ქულა.
***
მეოთხედფინალის მომდევნო შეხვედრას "ვირტუსი" 25 მაისს ჩაატარებს, "მონტეპასკის" ბოლონიაში უმასპინძლებს.
"კანტუს" ნახევარფინალის მეტოქე ჯერ არ გარკვეულა: "მილანი" "სისარის" 2:1-ს უგებს.
***
მოულოდნელი შედეგით დასრულდა იტალიის მეორე ლიგაში "რიმინისა" და "პრიმა ვეროლის" დაპირისპირება: 2:0 დაწინაურების შემდეგ რიმინელებმა ზედიზედ სამი მატჩი წააგეს და ნახევარფინალის საგზური "პრიმა ვეროლის" დაუთმეს.
მეხუთე შეხვედრა ნიკა მეტრეველის "რიმინიმ" შინ წააგო - 71:85. ქართველმა ფორვარდმა 13 წუთი ითამაშა, 4-4 ქულა-მოხსნა მოაგროვა.