ფინალისკენ ბოისათი

AutoSharing Option
სლოვენიის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია მოგებით გახსნა "ოლიმპიამ" - ლიუბლიანაში "ჰელიოსს" 74:59 აჯობა. საყურადღებოა, რომ საწყისი 30 წუთის შემდეგ წინ ჰელიოსელები იყვნენ (52:47), თუმცა ბოლო რაუნდში მასპინძლებმა 27:7 იმარჯვეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

განმეორებითი მატჩი დღეს "ჰელიოსის" მოედანზე გაიმართება. სერია ორ მოგებამდეა.

სტუმრები მეოთხე პერიოდს უფრო დიდი უპირატესობით რომ არ შეხვდნენ გარკვეულწილად ვლადიმერ ბოისას დამსახურებაა, რომელმაც მეორე პერიოდში 10 ქულა ჩააგდო. სულ 12 წუთი ითამაშა და 10 ქულას 4 მოხსნა წაუმატა. "ოლიმპიას" მეორე ქართველი გიორგი შერმადინიც სათადარიგო იყო. მან
14 წუთში 1 ქულა და 4 მოხსნა გაიფორმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული