სანიკიძე - 13, "ვირტუსი" - 1:3

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძემ 2010-11 წლების სეზონი დაასრულა. მისი "ვირტუსი" იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში მესამედაც დამარცხდა სიენას "მონტეპასკისთან" სერია 1:3 წააგო.

მატჩი ფავორიტმა სიენელებმა თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს, 10 წუთის შემდეგ 25:9-ს იგებდნენ. მეორე პერიოდში მასპინძლებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, სანიკიძემ 8 ქულაც ჩააგდო, მაგრამ დიდ შესვენებაზე "მონტეპასკი" მაინც სოლიდური ფორით გავიდა - 49:28.

მესამე პერიოდი "ვირტუსისა" იყო, თუმცა სხვაობა მხოლოდ 8 ქულამდე შეამცირა. საბოლოოდ "მონტეპასკიმ" 81:62 იმარჯვა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო ვიქტორ სანიკიძე, რომელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21-ს უწია. სხვათა შორის, ასეთი მაღალი მაჩვენებელი
ერთ მონტეპასკელსაც არ ჰქონდა. ვიქტორმა 35 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. მან მხოლოდ ერთი ორქულიანი ისროლა (ააცილა), სამაგიეროდ პერიმეტრიდან იყო უშეცდომო: 3-დან 3 სამქულიანი.

ნახევარფინალში "მონტეპასკი" შეხვდება "ბენეტონს", რომელმაც მერაბ ბოქოლიშვილის "აველინოს" 3:1 აჯობა. ქართველი უკანახაზელი ბოლო მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

ამასობაში გაირკვა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" მეტოქე: "მილანმა" "დინამო სისარი" ჩამოიცილა და კანტუელებს დაეჭიდება. ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი 30 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული