შერმადინი სადრაფტო ცენტრების ტოპ-ათეულში

AutoSharing Option
NBA-ს დრაფტი 23 ივნისს გაიმართება. მასში ორი ქართველი მიიღებს მონაწილეობას - გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია. თორნიკე შედარებით ახალგაზრდაა (1991 წელსაა დაბადებული), ამიტომ, შესაძლოა, ბოლო მომენტში მისმა აგენტმა განაცხადი გამოიტანოს. 216 სმ სიმაღლის (1989) გიორგი შერმადინი კი უშუალოდ დრაფტის ცერემონიალს დაესწრება.

მისი აყვანით ზოგიერთი კლუბი დაინტერესებას გამოთქვამს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ზოგად საუბრებს უნდა დავეყრდნოთ. მაგალითად: გუშინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ტონი მეიამ გამოცემა "პრო-ბასკეტბოლისთვის" წინასადრაფტოდ 10 საუკეთესო ცენტრი ჩამოთვალა. მეათე ნომრად გიორგი შერმადინი მოხვდა. აი, რას წერს ჟურნალისტი: "კარგი ცენტრია. სავარაუდოდ, NBA-ს
რომელიმე გუნდი აიყვანს და დროებით ევროპაში დააბრუნებს".

ათეული ასე გამოიყურება: 1. ენეს კანტერი (თურქეთი), 2. დონატას მატიეუნასი (ლიტვა), 3. ლუკას ნოგუეირა (ბრაზილია), 4. იონას ვალანციუნასი (ლიტვა), 5. ჯერემი ტაილერი (სან დიეგო, აშშ), 6. მაიკლ დანიგანი (ჩიკაგო, აშშ), 7. კეიტ ბენსონი (ოკლენდი, აშშ), 8. ნიკოლა ვუჩევიჩი (სერბეთი), 9. ჯორდან უილიამსი (მერილენდი, აშშ), 10. გიორგი შერმადინი (საქართველო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული