მანუს შვიდი და მშვიდი "კანტუ"

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში მესამე მატჩი ჩაატარა და წინა ორი შეხვედრის მსგავსად მესამედაც 7 ქულა ჩააგდო.

თუნდაც ეს შედეგი მის სტაბილურობაზე მეტყველებს - მანუჩარი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა, როგორც ყველა მისი თანაგუნდელი, ისიც გუნდურ თამაშზეა ორიენტირებული და საკუთარ თავზე თამაშს არ იღებს. სწორედ ამიტომ აგროვებს 7-7 ქულას თორემ, მეტი რომ შეუძლია, ეს ჩვენც ვიცით და "კანტუს" მწვრთნელმა ანდრეა ტრინჩიერიმაც.

მესამე მატჩში მარკოიშვილმა 27 წუთი ითამაშა, 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მან 3 ორქულიანი, 2
სამიანი და 4 საჯარიმო ისროლა, საიდანაც 2 ორქულიანი და 3 საჯარიმო გამოიყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სერიაში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ "კანტუს" მეტოქემ მილანის "არმანიმ" მაქსიმალური კონცენტრირებით ითამაშა და სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (1:2).

მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან ენერგიულად შეუტიეს, დაცვაშიც კარგად დადგნენ და საწყისი მეოთხედი 13 ქულის სხვაობით მოიგეს (26:13). მას მერე შეხვედრის 27-ე წუთამდე მილანელთა სასარგებლოდ სხვაობა 10-დან 12 ქულამდე მერყეობდა. ლინ გრირის სამქულიანის შემდეგ "არმანის" უპირატესობა 15-მდე გაიზარდა (55:40) და თითქოს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ "კანტუმ" ერთხელ კიდევ გაიბრძოლა - სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა. ეს იყო და ეს, "არმანიმ" 70:56 მოიგო.

- მილანელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. დაცვაში სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. მეტოქემ 7 სამქულიანი ჩაგვიგდო. ჩვენ კი 3 შორეული ტყორცნა გამოვიყენეთ. ამ წაგებიდან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მეოთხე მატჩში აღარ გავიმეოროთ, - მშვიდად თქვა "კანტუს" თავკაცმა ანდრეა ტრინჩიერიმ.

სერიის მეოთხე თამაში გუშინ გვიან ღამით გაიმართა და "კანტუს" გამარჯვებით 74: 62 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული