61:59 - ეს ანგარიში "ოლიმპიას" ქართველებს, ვლადიმერ ბოისასა და გიორგი შერმადინს დღესაც კარგად ემახსოვრებათ - სწორედ 59:61 დათმო საქართველოს ნაკრებმა 2008 წელს შვედეთში. თუმცა, ამჯერად ქართველებმა გაიმარჯვეს ამ ანგარიშით.
გადამწყვეტი ტყორცნა გორან იაგოდნიკმა შეასრულა, თუმცა წარმატებაში არანაკლები წვლილი მიუძღოდა შერმადინს: 16 წუთში 12 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 10-დან 8 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მწვრთნელმა, მირო ალილოვიჩმა ვლადიმერ ბოისა 2 წუთი ათამაშა.