გიორგი შერმადინი: მოლოდინი რეალობად მექცა!

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. "ტენერიფეს" მოთამაშე "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტს" ექსკლუზიურად ესაუბრა:

"ევროპის არაერთ კლუბში მითამაშია, მაგრამ წელს რომ სეზონს ვატარებ, ასეთი არ მქონია. რეგულარული ეტაპი გუნდმაც მაღალ დონეზე ჩაატარა. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით და პლეი-ოფში მესამე ადგილით გავედით. ძალიან მეხმარებიან მწვრთნელთა შტაბი, კალათბურთელები, განსაკუთრებით, გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი, რომელსაც, როგორც საუკეთესო მეპასეს, ყველა კარგად იცნობს. ის 38 წლისაა, თუმცა ჩემთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სეზონის მსვლელობისას
მოლოდინი და განცდა გამიჩნდა, რომ შემეძლო საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოგება. ბედნიერი ვარ, რომ მოლოდინი რეალობად იქცა და ესპანეთის MVP-ის თასი სახლში მაქვს."

წყარო: პირველი არხი

altშერმადინი ესპანეთის ლიგის MVP გახდა და ქვეყნის უმაღლეს მწვერვალზე დააჯილდოვეს [VIDEO]

altშერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის MVP გახდა

altგულშემატკივართა ვერსიით გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის საუკეთესო მოთამაშეა


მკითხველის კომენტარები / 1 /
"ყოჩაღ შერმადინი, ყოჩაღ!"
თავის დროზე ჯამლეტას მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები დღეს უკვე აბსოლუტურად სამართლიანია
ქალის სიმართლე
16:45 28-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული