"როცა გრძნობ, რომ მეტი შეგიძლია და ამის შესაძლებლობა არ გეძლევა..." - გოგა ბითაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ინდიანა პეისერსის" კალათბურთელი გოგა ბითაძე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "სპორტის საათის" სტუმარი იყო.

21 წლის კალათბურთელმა NBA-ს გასულ სეზონში საკუთარ თამაშზე ისაუბრა:

"ყოველთვის შეიძლება უფრო კარგად ითამაშო, მაგრამ რისი საშუალებაც მომეცა, ის დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენე - გუნდს გამარჯვებაში ვეხმარებოდი!

როცა გრძნობ, რომ მეტი შეგიძლია და ამის შესაძლებლობა არ გეძლევა, რთულია, საკუთარი თამაშით კმაყოფილი დარჩე."

შეგახსენებთ, ბითაძე გასულ სეზონში მწვრთნელის ასისტენტთან დაკავშირებულ გაუგებრობაში მონაწილეობდა. ქართველ ცენტრს, კარგი თამაშის მიუხედავად, კლუბში სათანადო დრო არ ეძლეოდა. "ინდიანამ" სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულა,
პლეი-ინში კი "ვაშინგტონ ვიზარდსთან" 115:142 დამარცხდა.

altბითაძე "ბოსტონში"?! bleacher Report პოტენციურ გაცვლაზე საუბრობს






altბითაძეს ჯოკერის ბანქო ამოუვიდა? ავტორიტეტული გამოცემა გოგას შესაძლო გაცვლაზე წერს

alt"ბითაძემ უილიამსონამდე მოახერხა პლეი-ოფში გასვლა..." - გულშემატკივრები არასასიამოვნო ეპიზოდს არ ივიწყებენ


მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ კი გრძნობ რომ მეტი შეგიძლია და არ გათამაშებენ .არის ერთი საუკეთესო გამოსავალი-უჯანმოუხედავად დაახვიო მანდედან
გრიგოლი1408
13:29 23-06-2021
0
ნამდვილად ვერ დავეთანხმები გოგას,რომ მიცემული დრო,მაქსიმალურად გამოიყენა.შესაძლოა სადაც არის,იქაურ პირობებს გულისხმობს,მაგრამ მისი გაცილებით უფრო თავდაჯერებული სროლები,კარგად მახსოვს,.ევროთასებზე თამაშის დროს.თავდაჯერება და აგრესია გაკლია გოგა!ეს ზაფხული სროლებზე და ფარქვეშ აგრესიულ თამაშის დახვეწაზე უნდა იმუშაო.ნდობა უნდა მოიპოვო უკანახაზელებისაგან,რომ გენდონ და ფარქვეშ დაგტვირთონ.შენ კი არ უნდა ეხმარებოდე,სხვები უნდა გეხმარებოდნენ,პოზიციაზე გასაყვანად და შენც უნდა ჩაყარო ,გაცილებით უფრო მაღალი პროცენტით.მებრძოლის ხასიათი უნდა უჩვენო.სხვა შემთხვევაში,სათადარიგოდ დარჩები და შეიძლება კონტრაქტიც აღარ გაგიგრძელონ.არა მგონია ასე მოხდეს,მაგრამ მგონი შანსი არსებობს.ვიცი,რომ შეგიძლია და უნდა შესძლო,სამქულიანების 35%-მდე მაინც აყვანა.აქ ხომ უფრო მეტი სიზუსტითაც ისროდი.ასე რომ წარმატებებს გისურვებ და შენ იცი.
სოსო
17:15 22-06-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული