კონკურენცია მაძლიერებს
- ამ სეზონის შემდეგ წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი, თუმცა, შესაძლოა, ეს განსაკუთრებული პროგრესი არ ყოფილა. საკმარისი რესურსები მაქვს, რომელთა განხორციელებას მწვრთნელის ნდობაც სჭირდება.
კონკურენციაც გიბიძგებს, უკეთ მოემზადო. მაღალი დონის კალათბურთელებთან, ისეთი, როგორიც დომანტას საბონისია, ვარჯიში და თამაში ბევრს გაძლევს.
შემიძლია შეტევაშიც გავზარდო შედეგები და მხოლოდ დაცვაში თამაშით არ გამომარჩევდნენ. შეტევაში უფრო
გუნდისთვის ცუდი სეზონი იყო, თუმცა "ინდიანას" მოთამაშეების დიდი ცვლილებები არ სჩვევია, მწვრთნელი შეიცვალა და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს!
ახალ სეზონს ბოლომდე მზად უნდა შევხვდე!
- ახალ მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე. მას ევროპულ ცენტრებთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს, მითხრა, რომ უნდა გავაგრძელო ვარჯიში და სამქულიანების სროლაზე ბევრი ვიმუშაო.
პირველ წელს მხოლოდ 20 პროცენტს ვიხარჯებოდი, ახლახან დასრულებულ სეზონშიც არ ვყოფილვარ ბოლომდე მზად, მაგრამ ახლა ყველაფერს ვაკეთებ, რათა მომავალ სეზონს სრულყოფილად შევხვდე!
მხოლოდ 2-3 დღე დავისვენე, მის შემდეგ კი ფიზიკურ დატვირთვებზე ვმუშაობ. "პეისერსში" უნდა დავბრუნდე და საზაფხულო ლიგაში ვიასპარეზო.
ვერ ვითმენ ნაკრების თამაშების გამო...
ევრობასკეტის თბილისში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ ვითმენ, ისე მინდა იმ შეხვედრებში მონაწილეობა. იმედია, ტრავმები არ შეგვაწუხებს.
რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ თუ შორს წასვლა გვინდა, ასეთი მეტოქეების გავლა აუცილებლად მოგვიწევს. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და ყველა შეხვედრაში წარმატებისთვის ვიბრძოლებთ!
NBA-ს დრაფტზე
მამუკელაშვილის აღნაგობის მოთამაშე ასე ატარებდეს ბურთს და ასე ისროდეს - იშვიათია! ბეჟანიშვილი ფიზიკურად ძლიერია. დრაფტზე აყვანის შანსი ორივეს აქვს.
თუკი სანდროს "ინდიანაში" ვიხილავ, ძალაინ ბედნიერი ვიქნები.
წყარო: 1TV
"როცა გრძნობ, რომ მეტი შეგიძლია და ამის შესაძლებლობა არ გეძლევა..." - გოგა ბითაძე
ბითაძე "ბოსტონში"?! bleacher Report პოტენციურ გაცვლაზე საუბრობს
ბითაძეს ჯოკერის ბანქო ამოუვიდა? ავტორიტეტული გამოცემა გოგას შესაძლო გაცვლაზე წერს