მატჩის საუკეთესო კალათბურთელი დემონდ მალე გახდა (18 ქულა ჩააგდო), ასევე ეფექტურად გაისარჯნენ თორნიკე შენგელია (16 ქულა, 12 მოხსნა) და კრის ჰილი (13 ქულა)," - გვამცნობს "შარლერუას" ოფიციალური საიტი.
ქართველთათვის საინტერესო ეს მოკლე ინფორმაცია მცირე შევსებას მოითხოვს. თორნიკეს გუნდმა ბელგიის ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვა, რადგან ევროლიგის შესარჩევს თამაშობდა. მეორე ტურში კი "ლიეჟს" ეწვია და პირველივე ტაიმის შემდეგ გაარკვია გამარჯვებულის ვინაობა - დიდ შესვენებაზე
თორნიკე შენგელია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგი დუბლი 22 წუთში შეასრულა. გგონიათ მხოლოდ ქულებსა და მოხსნებში გამოირჩა (16 ქულა, 12 მოხსნა)? - მის ანგარიშზე 3 ჩაჭრაა, მეტოქეებს კი წესები 5-ჯერ დაარღვევინა. 19 წლის ქართველს... არა, თორნიკე უკვე 20 წლისაა - 5 ოქტომბერს შესრულდა. განვაგრძოთ: 20 წლის, 207 სმ სიმაღლის ქართველს ბელგიის ჩემპიონატის პირველ მატჩში არც სროლის სიზუსტე დაეწუნებოდა: 10-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი, 4-დან 3 საჯარიმო.
მატჩის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ეპიზოდის მთავარი გმირიც თორნიკე იყო - ბურთი სამქულიანის რკალთან მიიღო, საჯარიმო გადასერა და ეფექტურად ჩატენა.
"შარლერუა" ევროლიგას 19 ოქტომბერს იწყებს, მანამდე, 12 ოქტომბერს ბელგიის პირველობის მესამე ტურში "ანტვერპენს" უმასპინძლებს.
გუშინ თორნიკეს "ლიეჟთან" თამაშსა და ორმაგ დუბლზე ვკითხეთ.
"სინტერესო შეხვედრა გამოდგა: პირველი წუთები მასპინძლებმა 9:0 მოგვიგეს, რასაც სამქულიანების ხარჯზე მიაღწიეს. თუმცა მალე მოვეგეთ გონს და მდგომარეობა პირველივე ტაიმში გამოვასწორეთ, 40 ქულის სხვაობით დავწინაურდით. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ორმაგი დუბლი თანაგუნდელთა მხარდაჭერის შედეგად მოვაგროვე. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რადგან თამაში წამივიდა, დანარჩენები ჩემზე თამაშობდნენ - გუნდურად გავისარჯეთ, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო", - აღნიშნა შენგელიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"