შენგელიას გუნდმა მორიგი გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას გუნდმა ბელგიის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქალაქ შარლერუას გუნდმა "ბელგაკომმა" სტუმრად "დექსია მონსი" დამაჯერებლად - 89:77 დაამარცხა და ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.

20 წლის ქართველმა ფორვარდმა 20 წუთს ითამაშა და მისი მონაგარი მოკრძალებული იყო. შენგელიამ თამაში კვლავინდებურად ხუთეულში დაიწყო და 4 ორქულიანი ცდიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა. თორნიკე შედეგიანი იყო ფარქვეშ და საბოლოოდ 7 მოხსნა მოაგროვა. მოედანზე მყოფთაგან მასზე მეტი, 8 მოხსნა, მხოლოდ შარლერუელთა ფრანგ ლეგიონერ დემონ მალეს ჰქონდა.

"ბელგაკომის" წევრთაგან ერთბაშად წქვსმა კალათბურთელმა უწია
ათქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი - 16 ქულა კალებ გრინს ჰქონდა.რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ 19 ქულით რონელ ტეილორმა ულიდერა. თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო ტურში, 22 ოქტომბერს "ოკაპი ოლსტარს" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული