აქამდე ნიკას "მონტეპასკის" მაისურით სერია A-ში ხუთი მატჩში აქვს ჩატარებული (ჯამში 16 წუთი) და პრაქტიკულად, დებიუტი წლეულს აქვს.გაზეთ "ლა ნუოვა სარდინიას" ჟურნალისტმა - ანდრეა სინიმ სტატია სწორედ მეტრეველის სადებიუტო მატჩით დაიწყო. პუბლიკაციას ასე ჰქვია: "მეტრეველი, სანტიმეტრები და ხარისხი".
"თბილისიდან სარდინიისკენ, რიმინისა და სიენას გავლით. ნიკა მეტრეველის გვარი ამ ქალაქების კლუბების განაცხადების გარდა
"- საწყის წუთებზე მართლაც ვღელავდი. ეს არც იყო მოულოდნელი, რადგან ახალ გუნდთან ერთად პირველ ოფიციალურ მატჩს ვატარებდი. თუმცა მალევე დავმშვიდდი, რის შემდეგაც ყველაფერი კარგად აეწყო, - ამბობს 20 წლის ნიკა და განაგრძობს: - დებიუტით კმაყოფილი ვარ, მატჩში მეორე პერიოდიდან ჩავერთე. თავიდან ორი სწრაფი ფოლი მივიღე, რაც კარგი ნამდვილად არ იყო, მაგრამ საბოლოოდ გუნდის გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ვცდილობდი დაცვაში აგრესიულად მეთამაშა და მზად ვყოფილიყავი მოხსნებისთვის როგორც საკუთარი, ასევე მეტოქის ფარიდან".
მეტრეველს ორ მატჩში 7-დან 7 ორქულიანი აქვს ჩაგდებული. ამ ფაქტს იგი ლოგიკურად აღიქვამს:
"- ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან "სისარიში" თამაშობს ტრევის დიენერი, რომელიც თანაგუნდელებს ბოლომდე გახსნაში ყოველმხრივ ეხმარება. იგი ისეთ პასებს არიგებს, წარმოუდგენელია ბურთის აცილება. სხვა თანაგუნდელებიც გვერდში მიდგანან და თამაშს მიადვილებენ".
მიუხედავად იმისა, რომ წლეულს იტალიური კლუბები განსაკუთრებულად გაძლიერდნენ, მეტრეველს "სისარის" წარმატების მაინც სჯერა:
"- დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებით ივლის, რადგან ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი და ვიცით რას ვაკეთებთ. მთავარია, ასევე განვაგრძოთ - მივყვეთ მწვრთნელის მითითებებს, რომელმაც კარგად იცის გუნდს გამარჯვება როგორ მოაპოვებინოს."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"