ჰეინსის "გრანდ კანარიამ" წააგო

AutoSharing Option
იბერიის ნახევარკუნძულზე წარუმატებელად დაიწყო ჩემპიონატი ტორინ გრინისა და მარკიზ ჰეინსის "გრან კანარიამ", რომელმაც მეოთხე ტურში მესამე მატჩი წააგო.

ამჯერად კანარელები "მანრესას" სტუმრობდნენ და 9 ქულის სხვაობით დათმეს - 60:69.

ჰეინსი სასტარტო ხუთეულში იყო, 20 წუთში 5 ქულა და 3 პასი მოაგროვა. გრინმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 10 წუთში სამი სამქულიანი ისროლა და მიზანში ერთიც ვერ მოარტყა. მის აქტივში 1 პასია.

მომდევნო ტურში, 30 ოქტომბერს "გრან კანარია" მადრიდის "რეალს" დაუხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული