"კანტუმ" ესპანეთში "კახა ლაბორალთან" 69:81 დათმო. სტუმართა ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა 17 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, იგი ტელეტოვიჩთან და ბიელიცასთან ერთად საუკეთესო იყო - 17. მანუჩარ მარკოიშვილმა - 14 წუთში 6 ქულა (3-დან 2 სამქულიანი), 3 მოხსნა, 2 პასი
ისევე როგორც შერმადინი და მარკოიშვილი, თორნიკე შენგელიაც სასტარტო იყო. მისმა "შარლერუამაც" სტუმრად ითამაშა, თუმცა "კანტუსგან" განსხვავებით სენსაციური გამარჯვება მოიპოვა - სტამბოლში "ეფესი" 80:79 დაამარცხა. ილიასოვა, თუნჩერი, სავანოვიჩი, ილიევსკი, ვუიაჩიჩი, კინსი... - აი, ვინ თამაშობდა "ეფესში".
თორნიკემ 17 წუთიდან მაქსიმუმი გამოწურა: 8-8 ქულა-მოხსნა, 4 პასი. მან მატჩი ხუთი ფოლით დაასრულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"