ლევან შენგელიამ ტრავმა მოიშუშა

AutoSharing Option
მართალია, NBA-ს ლოკაუტის გამო არაერთმა კალათბურთელმა ამერიკიდან გზა ევროპისკენ აიღო, მაგრამ არის არაერთი ქართველი მოთამაშე, რომელიც ოკეანის გაღმა ემზდება ახალი სეზონისთვის.

სადღეისოდ კოლეჯების უმაღლეს დივიზიონში რამდენიმე ჩვენიანი თამაშობს, რომელთაგან დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ წევრ ლევან შენგელიაზე მოგახსენებთ.

მისი ამბავი ერთი-ორად საინტერესო იმიტომაცაა, რომ 2010-11 წლების სეზონის დასაწყისში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი სეზონი გაუცდა. ახალი სეზონის წინ კი ლევანმა ტრავმა სრულად მოიშუშა და მომავალი ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება. იგი "როდ აილენდის" ღირსებას დაიცავს. ამ გუნდმა შარშან "ატლანტიკ 10-ის" კონფერენციაში
მეექვსე ადგილი დაიკავა (9 მოგება 7 წაგება). წლეულს შედეგის გაუმჯობესებისთვის იბრძოლებს.

ჩვენთვის გუნდის შედეგთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ტრავმის შემდეგ შენგელიამ ფორმა სრულად აღიდგინოს, რაშიც კოლეჯების ლიგა დაეხმარება, რომელიც ნოემბრის დასაწყისში დაიწყება.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ლევანი 2010 წელს საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული