დაძაბულობა მატჩს ბოლო მეოთხედში შეემატა, როცა სტუმრებმა გვარიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და მოგების რეალური შანსი ჰქონდათ. მესამე მეოთხედის წინ სანიკიძის "კანადიან სოლარი" 61:46 იგებდა და საქმეც თითქოს მოთავებული იყო, თუმცა კრემონელებმა ამერიკელი ლეგიონერის - ვონ ვაფერის წყალობით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და რომ არა ბოლონიელთა მიერ ბოლო წამებზე გამოჩენილი სიზუსტე, ალბათ სტუმრები იმარჯვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წამებზე სანიკიძემ
სანიკიძე ტადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და 11 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. როგორც აღვნიშნეთ, სანიკიძეს 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.
ბოლონიური გუნდისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო მიმდინარე ჩემპიონატში. 2 მოგებითა და ამდენივე მარცხით "კანადიან სოლარი" მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სანიკიძის გუნდი 6 ნოემბერს სტუმრად "ტერამოსთან" გამართავს.
ტურის ბოლო მატჩში კიდევ ერთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ" მილანის "არმანი ჯინსს" უმასპინძლა და უშანსოდ - 60:88 დამარცხდა.
ქართველმა ფორვარდმა 17 წუთი ითამაშა და თავისიანებს 6 ქულა შეაშველა. ნიკამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, მას თითო მოხსნა და დაფარებაც ჰქონდა. ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლიმ მილანელებს 20 ქულა ჩაუგდო, მაგრამ თავისიანებს მაინც ვერაფერი უშველა. 4 ტურის შემდეგ დინამოელებს 2 მოგება აქვთ და მეათე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას მეტრეველის გუნდი 6 ნოემბერს სტუმრად "აველინოსთან" გამართავს.
gbf.ge