შენგელიამ "პეპინსტერი" გაიხსენა

AutoSharing Option
შარლერუელ თორნიკე შენგელიას ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში თამაში თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწია.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრი "შარლერუას" საკუთრებაა, თუმცა გასულ სეზონში შედარებით სუსტ "პეპინსტერში" იყო განათხოვრებული. სწორედ ამ გუნდს შეხვდა სტუმრად "შარლერუა" და საბოლოოდ იოლი გამარჯვებაც გაიფორმა - 103:78.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა მეტოქის ფარს შორი მანძილიდან 3-ჯერ შეუტია და სამივე სროლა ააცილა. თორნიკემ 4-დან 2 ოქრულინი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 3 ცდიდან მხოლოდ 1 მოათავსა პეპინსტერელთა კალათში. შენგელიას საბოლოოდ 5 ქულა,
2 მოხსნა 2 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა.

"შარლერუა"ბელგიის ჩემპიონატს "აალსტართან" ერთად ლიდერობს. ორივე გუნდს 4 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. მომდევნო ტურში, 5 ნოემბერს, შარლერუელები შინ "ლუვენს" შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული