საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრი "შარლერუას" საკუთრებაა, თუმცა გასულ სეზონში შედარებით სუსტ "პეპინსტერში" იყო განათხოვრებული. სწორედ ამ გუნდს შეხვდა სტუმრად "შარლერუა" და საბოლოოდ იოლი გამარჯვებაც გაიფორმა - 103:78.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა მეტოქის ფარს შორი მანძილიდან 3-ჯერ შეუტია და სამივე სროლა ააცილა. თორნიკემ 4-დან 2 ოქრულინი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 3 ცდიდან მხოლოდ 1 მოათავსა პეპინსტერელთა კალათში. შენგელიას საბოლოოდ 5 ქულა,
"შარლერუა"ბელგიის ჩემპიონატს "აალსტართან" ერთად ლიდერობს. ორივე გუნდს 4 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. მომდევნო ტურში, 5 ნოემბერს, შარლერუელები შინ "ლუვენს" შეხვდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"