მარკიზ ჰეინსი: "რეალთან" 11 ქულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ამერიკელი წევრების - მარკიზ ჰეინსისა და ტორინ გრინის "გრან კანარიამ" ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში მადრიდის "რეალთან" წააგო.

კანარიელებმა სამეფო კლუბი კუნძულზე მიიღეს და დიდ წინააღმდეგობა გაუწიეს. საბოლოოდ მადრიდელებმა 68:60 იმარჯვეს.

სასტარტო ხუთეულში ჰეინსის ნაცვლად ამჯერად გრინმა ითამაშა. თუმცა საბოლოოდ მოედანზე მეტი დრო მაინც ჰეინსმა გაატარა. 23 წუთში მარკიზმა 11 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან 9 ორქულიანიდან 2, 7 სამიანიდან 2 და 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო.

გრინმა მოედანზე 20 წუთი გაატარა და 3 ქულა, 3
პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მიითვალა. მან ერთადერთი ორქულიანი ზუსტად შეასრულა, 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი აუცდა. კანარიელთაგან ბომბარდირი 15 ქულით მიშელ ბრამოსი გახდა. გამარჯვებულთაგან კი ყველაზე მეტი, 14 ქულა, რუდი ფერნანდესს დაუგროვდა.

1 მოგებითა და 4 მარცხით "გრან კანარია"' ლიგაში ბოლო ადგილს იყოფს "მურსიასთან" ერთად. მომდევნო შეხვედრას კანარიელები 6 ნოემბერს სტუმრად "ალიკანტესთან" ჩაატარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული