ქართველთა ქულაუხვი ევროტური

AutoSharing Option
გუშინ ღამით ევროლიგაზე სამმა ქართველმა ერთობლივად 44 ქულა მოაგროვა. კანტუელმა გიორგი შერმადინმა 23 წუთში 16 ქულა (ეს მისი საევროლიგო რეკორდია), 6 მოხსნა და 1 დაფარება ჩაიწერა, მისმა თანაგუნდელმა მანუჩარ მარკოიშვილმა - 27 წუთში 12 ქულა, 3 პასი და თითო ჩაჭრა-მოხსნა-დაფარება.

"კანტუ"-"ბილბაოს" მატჩის დამთავრებამდე მანუს სამქულიანმა იტალიურ დარბაზში დიდი ემოცია გამოიწვია - სხვაობა 9 ქულამდე გაიზარდა, რაც უკვე "კანტუს" გამარჯვებას ნიშნავდა. საბოლოოდ 78:69 ქართულ-იტალიური გუნდის სასარგებლოდ.

თორნიკე შენგელიას "შარლერუამ" სტუმრად ბელგრადში "პარტიზანთან" 81:91 დათმო. ქართველმა ლეგიონერმა 21 წუთში 16 ქულა და
3 მოხსნა გაიფორმა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული