20 წლის ქართველი ფორვარდი შარლერუელთა ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 8 ქულა, 5 მოხსნა, თითო ჩაჭრა, პასი და დაფარება მიითვალა.
თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ორჯერ დაჯარიმდნენ. თორნიკეს სრაგებლიანობის კოეფიციენტი 9 გახლდათ, რაც მასპინძელთა რიგებში მეოთხე მაჩვენებელი გახლდათ.
შარლერუელები ბელგიის ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდნენ,
სამწუხაროდ, კვლავ უქმადაა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც ნბა-ში ლოკაუტის დასრულებამდე სტამბულის "გალათასარაის" ღირსებას იცავს. ზაზა ჯერაც ტრავმას იშუშებს, მის არყოფნაში კი, "გალა" თურქეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "ჰაჩეტეპე უნივერსიტის" ეწვია და 86:68 სძლია.
სტამბულელები შიდა პირველობაზე დანაკარგის გარეშე ასპარეზობენ, მომდევნო თამაში კი 12 ნოემბერს ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ "ანადოლუ ეფესთან" ელით. 9 ნოემბერს, ევროლიგაში, "გალათასარაი" სლოვენიურ "ოლიმპიას" ესტუმრება.
gbf.ge