შერმადინის ვერცხლის საჯარიმო და ოქროს დაფარება

AutoSharing Option
"კანტუმ" ევროლიგაზე დრამატულ ბრძოლაში ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" მინიმალური სხვაობით მოუგო - 64:63.

საფინალო სიგნალს 7 წამი ეკლდა, როცა მიხალის პელეკანოსი გიორგი შერმადინზე დაჯარიმდა. ქართველმა ცენტრმა ერთი საჯარიმო ჩააგდო და "კანტუ" 64:63 დააწინაურა. საპასუხო შეტევისას კაილ ჰაინსი იტალიელთა ფარქვეშ შეიჭრა, ის იყო, გამარჯვების მომტანი ორქულიანი უნდა ჩაეგდო, რომ შერმადინი წამოეწია და ეფექტურად დაუფარა. სირენამაც არ დაახანა.

შერმადინმა 12:31 წუთში 8 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 2 დაფარება ჩაიწერა.

ბოლო წუთებზე მოედანზე იყო მანუჩარ მარკოიშვილი, რომლის ანგარიშზე (20:53
წუთში) 8 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული