ზაზა ფაჩულია ვარჯიშს შეუდგა

AutoSharing Option
23 ოქტომბერს "ბანვიტთან" მატჩში ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, სამი წუთი ითამაშა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. მას მერე ზაზა მოედანზე აღარ გამოჩენილა, რადგან ტრავმა გაუმიზეზდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა "ბანვიტთან" შეხვედრის შემდეგ გვითხრა - ევრობასკეტზე გაწყვეტილი კუნთი ხელახლა დაზიანდაო.

მაშინ ზუსტად ცნობილი არ იყო, რეაბილიტაცია რა დროს წაიღებდა. ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ფაჩულია ვარჯიშს უკვე შეუდგა, თუმცა ჯერ სრულად ვერ იტვირთება.

- უკეთესად ვარ, სროლებზე ვვარჯიშობ და ფეხის გაძლიერებაზე ვმუშაობ. რაც შეეხება თამაშს, სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს, ან მომდევნო კვირაში
გამოვალ მოედანზე, - გვითხრა ფაჩულიამ.

გუშინ ღამით ზაზას "გალათასარაიმ" ევროლიგაზე სლოვენიის "ოლიმპიას" წინააღმდეგ ითამაშა. ცხადია, ქართველი ცენტრი განაცხადში არ იყო. თურქეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩს "გალა" 12 ნოემბერს შინ ჩაატარებს - ვარსკვლავებით "მოჭედილ" "ეფესს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული