იგი წლეულსაც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ამიტომაც დაიმატა ნიკა ცქიტიშვილი, მარლონ გარნეტი და კრის უილიამსი. ირანის პირველობის გარდა "მაჰრამი" აზიის ჩემპიონთა თასისთვისაც იბრძვის.
რამდენად გამართლებულია საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ნიკა ცქიტიშვილის აზიაში გადასვლა, ძნელი სათქმელია, თუმცა მთავარი არა ჩემპიონატის წარმომავლობა, არამედ სათამაშო პრაქტიკაა. ნიკას ხომ მარტის შემდეგ კლუბში არ უთამაშია - ესპანურ "ლაგუნ აროსთან" კონტრაქტი სწორედ მარტის ბოლოს გაწყვიტა და 2011-12 წლების სეზონშიც დაუგვიანდა კლუბის მოძებნა.
თუმცა,
ასეა თუ ისე, ნიკა მიმდინარე სეზონს ირანში გაატარებს. შეგახსენებთ, რომ სპარსეთში არაერთ ქართველს უთამაშია: კოტე ტუღუშს, რეზო ათანელიშვილს, ირაკლი სორდიას, მიხეილ ჩიტაშვილს, ვანო აბულაძეს...
ნიკოლოზ ცქიტიშვილი
დაიბადა: 14.04.1983
სიმაღლე: 212 სმ.
ამპლუა: ფორვარდი
გუნდი: მაჰრამი
კარიერა
1997-99 სოხუმი
1999-01 სლოვანი (სლოვენია)
2001-02 ბენეტონი (იტალია)
2002-05 დენვერი (NBA)
2005 გოლდენ სტეიტი (NBA)
2005-06 მინესოტა (NBA)
2006 ფინიქსი (NBA)
2007 კახასოლი (ესპანეთი)
2007-08 ტერამო (იტალია)
2008-09 ფუენლაბრადა (ესპანეთი)
2009 პანიონიოსი (საბერძნეთი)
2009-10 ფუენლაბრადა (ესპანეთი)
2010-11 ლაგუნ არო (ესპანეთი)
2011... მაჰრამი (ირანი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"