"კანტუს" მანუს "ბომბამაც" ვერ უშველა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუ" ვეროლიგაზე სტუმრად "ფენერბაჰჩესთან" ოვერტაიმში დაეცა.

დამატებითი დროის დასრულებამდე 13 წამით ადრე მანუჩარის სამქულიანის (რომელსაც კომენტატორმა ბომბა უწოდა) წყალობით იტალიელებმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს (80:82), მაგრამ დარჩენილ 13 წამში მასპინძლებმა ჯარიმები ზუსტად ისროლეს და 85:83 გაიმარჯვეს.

არ უნდა გამოგვრჩეს ნიკოლას მაზარინოს გმირობა, რომელმაც ზუსტი სამქულიანით მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.
მარკოიშვილმა 16 წუთში 8 ქულა, 3-3 მოხსნა-პასი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. შერმადინმა - 21 წუთში 8 ქულა და 6 მოხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული