ებრაელთა ჩემპიონს შემადგენლობაც ძლიერი ჰყავს და მთავარი მწვრთნელიც - დევიდ ბლატი, რომელმაც გასულ ევრობასკეტზე რუსეთის ნაკრებს მესამე ადგილი მოაპოვებინა.
"შარლერუას" ჯგუფში ერთი მოგება აქვს, ცხრილში ბოლო ადგილზეა და "მაქაბისთან" გამარჯვება ძალიან სჭირდება, თუმცა ამის მიღწევა რთული იქნება. როგორც წესი, ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე წინასამატჩო კომენტარები ქვეყნდება. "მაქაბი"-"შარლერუას" მატჩის წინათქმას მთავარი მწვრთნელისა და 20 წლის ქართველი ფორვარდის შენგელიას კომენტარი ერთვის. ჯერ ბელგიელთა დამრიგებელ ჯოვანი ბოძის მოვუსმინოთ:
- "მაქაბი" ფინალურ ოთხეულში
ვნახოთ, რას ფიქრობს თორნიკე შენგელია:
- მწვრთნელს დავეთანხმები, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ვეცდებით მაყურებელს სიურპრიზი შევთავაზოთ. ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, იტალიურ "მილანთან" მართლაც კარგად ვითამაშეთ, შეტევაშიც და დაცვაშიც დამაჯერებლად გამოვიყურებოდით და ყველაფერს სწორად ვაკეთებდით. წინა მატჩებში დაშვებულ შეცდომებს თუ გამოვასწორებთ, ჯგუფში კიდევ არაერთი თამაშის მოგება შეგვიძლია.
შეგახსენებთ ევროლიგაზე შენგელიას მონაპოვარს: 4 მატჩი, საშუალოდ 20:39 წუთი, 10.5 ქულა, 6.3 მოხსნა, 1.5 პასი, 0.3 დაფარება.
"მაქაბი"-"შარლერუას" დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"