"გალათასარაიმ" სტამბოლში ევროკალათბურთის გრანდ "ბარსელონას" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედის წინ 48:61 აგებდა, მოგების შანსს ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა. გადამწყვეტ პერიოდში "გალათასარაის" კარგმა თამაშმა მასპინძლებს მოგების შანსები გაუჩინა, მაგრამ საბოლოოდ კატალონიელებმა მაინც იმარჯვეს – 70:66.
ქართველმა ცენტრმა, რომელიც ერთთვიანი უქმობის შემდეგ მოედანს გასულ უქმეებზე თურქეთის ჩემპიონატის მატჩში დაუბრუნდა, "ბარსელონასთან"
სტამბოლელთა რიგებში საუკეთესო ლუკსა ანდრიჩი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა მიითვალა, ბარსელონელთაგან კი ერაზემ ლორბეკი (14) და ხუან კარლოს ნავარო (12) გამოირჩნენ. სტამბულელებს 2 მოგების წილ მესამე მარცხი მოუგროვდათ და D ჯგუფში რუსულ "უნიქსთან" ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. ფაჩულიას კლუბი მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს, კვლავ შინ, პოლონური "პროკომის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ტოლ-სწორი ბრძოლა გაუმართა ძლიერ მეტოქეს თორნიკე შენგელიას გუნდმაც. "შარლერუა" თელ ავივში "მაკაბის" ბოლო მეოთხედის წინ 54:50 უგებდა და ეს მას შემდეგ მოახერხა, რაც მან საწყისი ათწუთეული 11:22 დათმო. საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც იძალეს და შეხვედრა სათავისოდ –69:59 დაასრულეს. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში თავი ვერ გამოჩინა 20 წლის თორნიკე შენგელიამ, რომელიც ხუთეულში კი იყო, მაგრამ ნაადრევად დაუგროვდა ჭარბი პერსონალურები და მწვრთნელი მას ჯერ მოედანს არიდებდა, შემდეგ კი ქართველი ფორვარდი მოედნიდან გავარდა. შენეგელიამ მეტოქის ფარს საშუალო მანძილიდან ორჯერ შეუტია, მაგრამ ვერც ერთი ვერ ჩააგდო. მან მოედანი ხუთი პერსონალურის მიღების შემდეგ, 2 მოხსნით დატოვა.
შარლერუელებს ხუთი ტურის შემდეგ ერთადერთი მოგება აქვთ და ჯგუფში კვლავინდებურად ბოლო ადგილზე იმყოფებიან. შენგელიას გუნდი მეექვსე ტურში 24 ნოემბერს, ესპანეთში მადრიდის "რეალს" შეხვდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით