შენგელიას "შარლერუამ" ლიდერობა გაიმყარა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ბელგიურ "შარლერუას" შემადგენლობაში. 

ჩემპიონატის მორიგ ტურში შარლერუელებმა "ოსტენდეს" უმასპინძლეს და 80:75 დაამარცხეს, ქართველ ფორვარდს კი ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა.

შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 25 წუთი დაჰყო. თორნიკემ 11 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, 2 საჯარიმოდან კი 1 გამოიყენა. ქართველი ფორვარდის სამი სამქულიანიდან არც ერთი არ ჩაეშვა მეტოქის კალათში. შენგელიამ საბოლოოდ 9 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა. მას თითო მოხსნა და ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

ამასობაში
შარლერუელებმა ბელგიის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარეს. შენგელიას გუნდის ოპონენტებმა მარცხს უხშირეს და "შარლერუაც" 6 მოგებითა და 1 მარცხით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მეორე-მესამეზე მყოფ "ოსტენდეს" და "ანტვერპენს" 5 მოგების წილ 3 მარცხი აქვთ.

ბელგიის პირველობაზე მომდევნო მატჩს შარლერუელები 26 ნოემბერს სტუმრად "გენტის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული